საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიგა ბოკერია ნაციონალური მოძრაობიდან გამოსვლასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებას სამარცხვინო ცილისწამების კამპანია უწოდა. ბოკერია ყოფილ თანაგუნდელებს მსგავსი განცხადებების გაკეთებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს. გუშინ ექს-პრეზიდენტმა ფეისბუქის საშუალებით განცხადება გაავრცელა, სადაც ის თანაპარტიელების გუნდიდან გასვლას გამოეხმაურა.