20:26
20 ნოემბერი, 2019, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
სააკაშვილი: "პოლიცია მოვიდა, გაჩხრიკა ავტობუსი და ჩემი პასპორტი მოიპარა“
11-09-2017

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, ოდესის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ავტობუსში ყოფნისას უკრაინის პასპორტი მოპარეს.

ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ლვოვში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„მე გუშინ მოვედი, პოლონეთის საზღვარი გადავკვეთე უკრაინის ლეგალური დოკუმენტით, პოლონელებმა შტამპი ჩამირტყეს. მერე გადავედი უკრაინელებთან, მათ პასპორტი მივაწოდე, მაგრამ მითხრეს, რომ არ აიღებენ მას. როდესაც ეს მოხდა, ხალხმა ამიყვანა და უკრაინაში ხელებზე აყვანით შემიყვანეს. პასპორტი ავტობუსში მქონდა. პოლიცია მოვიდა, გაჩხრიკა ავტობუსი და ჩემი პასპორტი მოიპარა“, - აღნიშნა სააკაშვილმა.

ყოფილი პრეზიდენტის თქმით, მისი ადვოკატი დღეს ლვოვში სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურს ეწვია, სადაც განაცხადი დატოვა მისთვის უკრაინის სახელმწიფოსგან დაცვის უზრუნველყოფის შესახებ.

„მე ახლა უკრაინაში აბსოლუტურად ლეგალურად ვიმყოფები. მე მივმართე უკრაინის სახელმწიფოს დაცვის შესახებ და ჩემი ეს თხოვნა სასამართლოში უნდა იქნას გადაწყვეტილი“, - დასძინა მან.

AutoPlay
როგორც თქვენ არ გინახავთ, ისე არ მინახავს მეც იარაღი - გიორგი რურუა მოსამართლეს
გამოქვეყნდა 1 წუთის წინ
18 ნოემბრის აქციაზე დაკავებულთა სასამართლო პროცესის პარალელურად სასამართლოს დარბაზში ხმაური იყო
გამოქვეყნდა 2 წუთის წინ
საქალაქო სასამართლო 18 ნოემბრის აქციის დროს დაკავებულების საქმეზე მსჯელობს
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ატლანტაში ოგლეტორპის ჯილდო მიიღო
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
გერმანიის ექსპრეზიდენტის შვილი ბერლინში ლექციის ჩატარების დროს მოკლეს
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
ისრაელის თავდაცვის მინისტრი - ვინც ისრაელის მიმართულებით დღისით შეტევას განახორციელებს, ღამით ვეღარ დაიძინებს
გამოქვეყნდა 4 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები