მესამე პრეზიდენტის მორიგი ულტიმატუმი, მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, სააკაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მკურნალობას შეწყვეტს თუ დეპუტატებს მასთან შესვლის საშუალება არ მიეცემათ. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის პირადი ექიმი არ გამორიცხავს, რომ რეფიდინგის პროცესის წარმატების მიუხედავად, უახლოეს ხანში სხვა პრობლემებმა იჩინოს თავი.