ხრიკები დაგიძველდა, ბორის! - ასე ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილის საზოგადოებისადმი მიმართვას.„ბიძინამ, აქამდე კი გატყუებდითო, მაგრამ ახლა ძალიან მჭირდება, რომ დამიჯეროთო. ივანიშვილს დღეს ისეთი სახე ქონდა, ქურდს ფაქტზე რომ წაასწრებენ და იხვეწება ამ ერთხელ მაპატიეთო...თან კარგად მოვიქცევიო, თან კრიმინალური "ავტორიტეტები" მთელს ქვეყანაში ხალხს დაატერორებენ და ამაზე თვალი დახუჭეთო... ხრიკები დაგიძველდა, ბორის!“ - წერს მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქის გვერდზე.
იხილეთ:
ბიძინა ივანიშვილის 6 წუთიანი მიმართვა ქართველ ხალხს - რა აქვს სათქმელი "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს "გულგატეხილი" მოსახლეობისთვის?