რუსთავის მეთორმეტე პენიტენციურ დაწესებულებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მისმა ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ მოინახულა.
ადვოკატის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ძალიან წუხს სანატორიუმ "ქართლში" მომხდარი ტრაგედიის გამო და მიიჩნევს, რომ ეს როგორც საქართველოს ხელისუფლებაში, ასევე დევნილთა სამინისტროში გაბატონებული ნეპოტიზმისა და კორუფციის შედეგია.