საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აჭარის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ - ერთი ლიდერის, ლევან ვარშალომიძის საქართველოში დაბრუნებას ეხმაურება.
მდინარაძის შეფასებით, ვარშალომიძე ჩადენილი დანაშაულების ისეთივე თანამონაწილეა, როგორიც „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა დანარჩენი ლიდერი.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები დანიშნა. არჩევნების დანიშვნის შესახებ დღეს გამოცემული განკარგულებებით, პრეზიდენტმა არჩევნების თარიღად 31 ოქტომბერი დაასახელა და საზოგადოებას მიმართა.