სააგენტომ "აწარმოე საქართველოში" პროგრამების ეკონომიკური ზეგავლენის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. სააგენტომ GIZ-ის და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით შეიმუშავა ეკონომიკური გავლენის შეფასების ჩარჩო და წარმოადგინა ის შედეგები და ეფექტი, რაც სააგენტოს პროგრამებს ჰქონდა გასული პერიოდის განმავლობაში. პრეზენტაციაზე წარმოადგინეს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამების გავლენის შეფასების შედეგები, რომლებიც ეყრდნობა ბენეფიციარების ფინანსურ და ეკონომიკურ ანალიზს. დღეისთვის სააგენტოს მიერ მხარდაჭერილი პროექტების ჯამურმა ინვესტიციამ 3 მილიარდ ლარს გადააჭარბა. აქვე, აღსანიშნავია, რომ ხსენებული პროექტების ფარგლებში შეიქმნება 58 000-მდე ახალი სამუშაო ადგილი.