სასამართლო ჯანდაცვის სამინისტროს სახელმწიფო სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ყოფილ თავმჯდომარის გია თვალავაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. თვალავაძეს ექიმები და საზოგადო მოღვაწეები თავდებში უდგებიან. მისი თავდებით გათავისუფლების შუამდგომლობა თვალავაძის ადვოკატმა ლალი აფციაურმა დააყენა. ადვოკატმა სასამართლოს ბრალდებულის მიმართ ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების რამდენიმე ფორმა შესთავაზა, მათ შორის გირაოს შეფარდება და მისი თავდებით გათავისუფლება. ადვოკატის განმარტებით, თვალავაძეს თავდებში არაერთი ადამიანი უდგება, მათ შორის ცნობილი მედიკოსები და საზოგადო მოღვაწეები. ამასთან, ლალი აფციაურის თქმით, თვალავაძეს გულთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებს და აღკვეთის ღონისძიების შერჩევისას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც გასათვალისწინებელია.