PalitraNews-ის გადაცემაში "ჩემი კითხვა" სტუმრობისას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ სააფთიაქო ნარკომანიის შესახებ ისაუბრა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, "აფთიაქები, სადაც ფსიქოტროპული აბები რეცეპტების გარეშე იყიდება, საკადრის პასუხს მიიღებენ".
სააფთიაქო ნარკომანიის პრობლემაზე "ჩემი კითხვა +"-მა ფარული კამერით ექსპერიმენტი ჩაატარა. რა შედეგი აჩვენა - იხილეთ ვიდეოში.