სარეიტინგო სააგენტო S&P Global-მა საქართველოს საკრედიტო რეიტინგი უცვლელად, "BB" დონეზე დატოვ., თუმცა ისიც ფაქტია, რომ რეიტინგის მოლოდინი კვლავ ნეგატიურია, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა ეს რეიტინგი სამომავლოდ გაუარესდეს.
სააგენტო თავის დოკუმენტში რეიტინგის მთავარ ძლიერ მხარეებად განიხილავს საქართველოს ინსტიტუციონალურ სიძლიერეს, მოქნილი გაცვლითი კურსის რეჟიმსა და მაღალ საერთაშორისო ფინანსურ მხარდაჭერას.
რაც შეეხება გამოწვევებს. სააგენტოს აზრით, მთავარ გამოწვევად რჩება საგარეო შოკებისადმი მოწყვლადობის მაღალი ხარისხი, რაც მიმდინარე ანგარიშის მაღალ დეფიციტში და მაღალ დოლარიზაციაში აისახება.
გარდა ამისა, საკრედიტო სააგენტოს პროგნოზით, მიმდინარე წელს ქვეყნის ეკონომიკური ზრდა 7.5 პროცენტი იქნება.