აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შესაძლოა, 1-ელ სექტემბერს პოლონეთს ვიზიტით ეწვიოს და პოლონეთში აშშ-ს სამხედრო ბაზების გაფართოება გამოაცხადოს. ამის შესახებ ინფორმაციას პოლონური გაზეთი Rzeczpospolita დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. "ვაშინგტონსა და ვარშავას შორის მოლაპარაკებები ინტენსიურად მიმდინარეობს. ამერიკელებმა პოლონელ პარტნიორებს მიანიშნეს, რომ ტრამპი პოლონეთის პრეზიდენტის თეთრ სახლში მიწვევას გეგმავს ივნისის შუა რიცხვებში, რათა პოლონეთში ამერიკული ბაზების გაფართოების ბოლო დეტალები გადაწყვიტონ", - აღნიშნავს გამოცემა Rzeczpospolita. აღსანიშნავია, რომ პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამ თემაზე კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ.