თბილისი ირლანდიური ავიაკომპანია, Ryanair-ის 2020 წლის საუკეთესო მიმართულების გამოკითხვის გამარჯვებული გახდა. გამოკითხვა, რომელშიც სულ 16 ქალაქი მონაწილოებდა და 4 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. თბილისი ისეთ ცნობილ ქალაქებსა და კურორტებს დაუპირისპირდა, როგორიცაა რომი, პარიზი, სანტორინი და ბარსელონა. გამოკითხულთა ხმების უმრავლესობა სწორედ საქართველოს დედაქალაქმა მოიპოვა. ავიაკომპანიამ საქართველოში მოგზაურობის შესახებ ვრცელი სტატიაც გამოაქვეყნა, სადაც საუბარი ქვეყნის საუცხოო ღირსშესანიშაობს სტუმართმოყვარეობას და უგემრიელეს სამზარეულოს შეეხო