Ryanair-ი საქართველოს ავიაბაზარზე შემოდის. დიდი ალბათობით ხელშეკრულება უახლოეს მომავალში გაფორმდება. ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა გიორგი ჩოგოვაძემ განაცხადა. დეტალებზე ჩოგოვაძე არ საუბრობს, თუმცა, აღნიშნავს, რომ ავიაკომპანია დიდი ალბათობით, თბიისის და ქუთაისის მიმართულებით იფრენს.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდი გიორგი ჩოგოვაძესა და ავიაკომპანიის წარმომადგენლებს შორის მომავალ კვირას გაიმართება.