დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair-ი COVID-19-ის პანდემიის გამო რეკორდულად მაღალ ზარალზე გავიდა. კომპანიის განცხადებით, მარტიდან 30 ივნისამდე პერიოდში, მაშინ როდესაც ფრენები დაახლოებით 99%-ით იყო შემცირებული, ზარალმა 216 მილიონი დოლარი შეადგინა.
ავიაკომპანიაში აღნიშნავენ, რომ წლევანდელი წელი ყველაზე რთული გამოწვევებით სავსეა ბოლო 35 წლის განმავლობაში.
შეგახსენებთ, რომ "რაინეარმა" ფრენები 1-ლი ივლისიდან აღადგინა და ამ ეტაპზე დატვირთულობა მხოლოდ 40%-ს უტოლდება, თუმცა კომპანიის მენეჯმენტის პროგნოზით, აგვისტოს ბოლოსთვის ავიაკომპანიის დატვირთვა 60%-მდე გაიზრდება, ხოლო სექტემბერში 70%-მდე.