11:49
5 ივლისი, 2020, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
Ryanair-ი ივლისიდან რეისების 40 პროცენტს განაახლებს
13-05-2020

დაბალფასიანმა ავიაგადამყვანმა Ryanair-მა გამოაცხადა, რომ 1-ლი ივლისიდან რეისების 40 პროცენტს განაახლებს. ამასთან, მგზავრებისთვის სავალდებულო იქნება სახის ნიღბების გამოყენება, ტუალეტით სარგებლობისთვის კი მათ ნებართვის აღება ეკიპაჟის წევრებისგან მოუწევთ.

ეს ნიშნავს, რომ ირლანდიური კომპანია, რომელიც მსოფლიოში უდიდესია იაფ გადამყვანებს შორის, 1-ლი ივლისიდან დღეში საშუალოდ ათას რეისს შეასრულებს. კომპანიის განცხადებით, ამჟამად მისი თვითმფრინავები დღიურად მხოლოდ 30 რეისს ასრულებენ. სულ წინაკრიზისული პერიოდის ქსელის 90 პროცენტი დაიფარება, თუმცა, ფრენები ნაკლები სიხშირით განხორციელდება.

კომპანიის მთავარი აღმასრულებელი ამბობს, რომ აგვისტოში უკვე რეისების 50 პროცენტი დაიტვირთება. მაგრამ ფრენებისას, ადგილების სულ ცოტა ნახევარი მაინც, ცარიელი იქნება.

Ryanair-ი ყოველ ღამით დეზინფექციას ჩაუტარებს ბორტს. აიკრძალება რეისების დროს სალონში ნაღდი ფულით ანგარიშსწორება. მგზავრებს კი თვითმფრინავში შესვლის წინ, ტემპერატურის გაზომვას სთხოვენ.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები