დაბალბიუჯეტიანი ირლანდიური ავიაკომპანიის Ryanair-ის ხელმძღვანელმა მის კომპანიაში დასაქმებულები გააფრთხილა, რომ სამსახურის დაკარგვისთვის მოემზადონ. საუბარია 900 პილოტისა და მომსახურე პერსონალის დათხოვნაზე.ვიდეო მიმართვაში კომპანიის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ აღნიშნულის შესახებ ოფიციალურად აგვისტოს ბოლოს გამოცხადდება, თუმცა, კონკრეტულ თარიღზე არაფერი უთქვამს. მიზეზებზე საუბრისას კი მომავალ ზაფხულს ფრენების შემცირება დაასახელა, რაც პირველ რიგში Boeing 737 Max-თან დაკავშირებულ პრობლემებს დაუკავშირა. მიზეზებად დასახელდა ასევე: მოგების შემცირება, საწვავის მაღალი ფასები და "ბრექსიტი".