ფოთში, რვა თვის წინ მოკლული ვაჟა ტყებუჩავას ოჯახი სასამართლოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მომხდარ ფაქტზე გუშინ იმსჯელა. შვიდი ეჭვმიტანილიდან სასამართლომ სამს 17 -17 წელი, სამს სამ- სამი წელი მიუსაჯა, ერთი კი გაათავისუფლა. მათგან ორს სასჯელი დაუსწრებლად შეეფარდა.
ტყებუჩავას ოჯახის განცხადებით, 44 წლის მამაკაცი ე.წ. ქურდულ გარჩევას შეეწირა. მათი თქმით, სამართალმა უნდა იზეიმოს. ტყებუჩავას ოჯახი სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.
შეგახსენებთ, ფოთში 2020 წლის 2 ივლისს ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. რამდენიმე პირმა 43 წლის ვაჟა ტყებუჩავა სასიკვდილოდ სცემა და ნაგავსაყრელზე დატოვა.
თავდამსხმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ ტყებუჩავას მამასაც.