რვა ევროპულმა ქვეყანამ კლიმატურ ცვლილებებთან საბრძოლველად ამბიციური სტრატეგია შეიმუშავა. მათი განაცხადებით, ევროკავშირის ბიუჯეტის მეოთხედი სწორედ კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლას უნდა დაეთმოს. ერთობლივ განცხადებაში წერია, რომ ევროკავშირს 2050 წლისთვის ჰაერში სათბურის აირების დონე 0 უნდა იყოს. სტრატეგიას ხელი საფრანგეთმა, ბელგიამ, დანიამ, ლუქსემბურგმა, ნიდერლანდებმა, პორტუგალიამ, ესპანეთმა და შვედეთმა მოაწერეს. აღნიშნული ქვეყნების ჯგუფი აცხადებს, რომ ისინი უნდა იყვნენ მაგალითები, რომელთაც შემდეგ სხვა ქვეყნებიც მიბაძავს.
"ევროკავშირის ბიუჯეტი, რომელზეც მსჯელობა მიმდინარეობს, იქნება ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი საშუალობა, სულ მცირე 25 პროცენტი უნდა დაიხარჯოს იმ პროექტებზე, რომლის მიზანიც კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლა იქნება", - წერია ჯგუფის განცხადებაში.
შეგახსენებთ, ბოლო რამდენიმე თვეა ევროპის მასშტაბით კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლისთვის საჭირო ნაბიჯების გადადგმის მოთხოვნით არაერთი აქცია გაიმართა. მათ შორის ყველაზე მასშტაბური კამპანია სკოლის მოსწავლეებს ეკუთვნით, რომელიც შვედმა თინეიჯერმა გოგონამ გრეტა თუნბერგმა დაიწყო. გარდა ამისა, ლონდონში კლიმატის აქტივისტებმა ბოლო პერიოდში მასშტაბური საპროტესტო აქციები გამართეს.