რუსულმა ვერტმფრენმა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია - Palitra News

რუსულმა ვერტმფრენმა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია

2019-08-21 15:59:08+04:00

რუსულმა ვერტმფრენმა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია. რუსულმა საფრენმა აპარატმა სოფელ გუგუტიანთკართან ახლოს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაიფრინა. რუსული ვერტმფრენის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევას ადასტურებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშიც. როგორც სუს-ში აცხადებენ, ფაქტთან დაკავშირებით გააქტიურებულია „ცხელი ხაზი“ და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. როგორც სუს-ში აღნიშნავენ, ეს არის მორიგი პროვოკაციული ქმედება, რომელიც უკიდურესად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს.