რუსულმა ძალებმა, ქალაქი მიკოლაევი დაბომბეს. ადგილზე 3 რაკეტა ჩამოვარდა, რომელიც ქალაქის საწარმოო და სოციალური ინფრასტრუქტურის შენობებს მოხვდა. დაშავდა ერთი მშვიდობიანი მოქალაქე, დეტალები ზუსტდება. ამასთან, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ოდესის რეგიონში გაშვებული კიდევ ორი რაკეტა წარმატებით ჩამოაგდეს.