სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების წვრთნები მიმდინარეობს, - ამის შესახებ სუს-ში სოციალურ ქსელში გავრცელებული იმ ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადეს, რომლის თანახმადაც, ორჭოსანის ბაზაზე რუსი ოკუპანტები გააქტიურდნენ. რუსებმა გამოიყვანეს გარკვეული ტექნიკა, იყო სროლა, რის გამოც ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. უწყების განმარტებით, ოკუპირებულ ტერიორიტიაზე ადგილი აქვს მცირე ზომის ხანძარს, „რომელსაც საოკუპაციო ძალების შესაბამისი ე.წ. სამაშველო სამსახურები უმოკლეს დროში ჩააქრობენ