პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით რუსული ოკუპაცია კვლავაც რჩება ეროვნული უსაფრთხოების უმთავრეს გამოწვევად.
პრემიერის თქმით, რუსეთის ფედერაცია, როგორც ადგილზე კონტროლის განმახორციელებელი სახელმწიფო დღეს პასუხს აგებს ყველა იმ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევაზე, რომელიც ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მისივე თქმით, ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფა საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტად რჩება და ჩვენი ყოველდღიური შრომის საგანი უნდა იყოს, საერთაშორისო საზოგადოებაში აზრის შექმნა იმასთან დაკავშირებით, რა ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე.