რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები არ შეჩერებულა და ისინი დისტანციურად გრძელდება. ამის შესახებ რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ვლადიმირ მედინსკიმ განაცხადა. კითხვაზე მოსკოვიდა და კიევიდან ოფიციალური პირები გეგმავენ თუ არა მოლაპარაკებების პირისპირ გამართვასაც, მედინსკიმ განაცხადა, რომ ამისთვის საჭრია უფრო მეტი რამ ჰქონდეთ ხელთ. უკრაინელ და რუს მომლაპარაკებლებს პირისპირ შეხვედრა 29 მარტის შემდეგ აღარ გაუმართავთ.