რუსული კულტურის ცენტრიდან მომდინარე საფრთხეებზე იმსჯელეს მოქალაქეთა, პოლიტიკოსთა, არტისტთა და ექსპერტთა, ასევე ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდის წევრთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა. ღონისძიების მონაწილეების შეფასებით რუსეთის კულტურის ცენტი თბილისში ახალი საოკუპაციო ბაზაა. მსჯელობაში მონაწილეობას იღებდნენ პოლიტიკოსები. როგორც ისინი ამბობენ, რუსული კულტურის შესაცნობად ქვეყანაში ცენტრების გახსნა საჭირო არაა.