რუსული კომპანია "შოკოლადნიცა" უახლოეს პერიოდში თბილისში ერთბაშად ხუთ კაფეს გახსნის. "შოკოლადნიცა" 2008 წლიდან აერთიანებს "შოკოლადნიცას" კაფეების ქსელსა და Coffee House-ს. კომპანიის განცხადებით, კაფე „შოკოლადნიცას“ თბილისში გახსნის შესახებ ხელშეკრულება ქართველ პარტნიორთან ხელმოწერის სტადიაშია.