რუსული კომპანია "აბრაუ-დიურსო" საქართველოში საკუთარი პროექტის დაწყებას განიხილავს. კომპანიის დამფუძნებელმა პაველ ტიტოვმა ამ მიზნით ქართული ვენახები დაათვალიერა. მისი თქმით, საქართველოში განიხილება როგორც სადისტრიბუციო საქმიანობა, ასევე აქტივების შეძენა. რუსეთმა ქართული ღვინის იმპორტი 2006 წელს აკრძალა. ძირითადი პრეტენზიები მაშინ ღვინის ხარისხს ეხებოდა. ქართული ღვინის ექსპორტი რუსულ ბაზარზე 2013 წლის ივნისში განახლდა.