აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ გაავრცელა მორიგი სასანქციო პაკეტის სია, რომელშიც მსხვილი რუსული სტრატეგიული კომპანიაების Ростех-ისა და РЖД-ს გარდა, ასევე მოხვდა სატვირთოების მწარმობელი ავტოკომპანია КамАЗ, მის ყველა შვილობილ კომპანიასთან ერთად.
ახალი შეზღუდვები მნიშვნელოვნად გაართულებს ავტომწარმოებლის წვდომას მაკომპლექტებლებზე, მათ შორის, ჩინური მომწოდებლებისგანაც კი. გარდა ამისა, კომპანია დაკარგავს შემოსავლების 10%-ს, რომელიც მას შემოსდიოდა პროდუქციის ექსპორტისგან.
ოფიციალური ინფორმაციით, КамАЗ-ის შავ სიაში შეყვანა დაკავშირებულია, რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული სამხედრო აგრესიით.
აღსანიშნავია, რომ КамАЗ უკვე არის ევროკავშირის, ავსტრალიის, კანადის, ახალი ზელნადიის, შვეიცარიისა და დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებულთა სიაში.