მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტომ (WADA) რეკომენდაცია გასცა, უახლოესი 4 წლის მანძილზე რუსეთს ყველა საერთაშორისო ტურნირზე მონაწილეობა აუკრძალონ. საკითხი 9 დეკემბერს, WADA-ს აღმასკომზე განიხილება და საბოლოო გადაწყვეტილებასაც მიიღებენ.
ანგარიშიდან დადგინდა, რომ რუსები განზრახ მანიპულირებდნენ ანალიზთა ბაზის მონაცემთა შედეგებით, რომლებიც WADA-ს გადაეცა, რათა მათი სპორტსმენების წარუმატებელი ანალიზები დაემალათ.
მოხსენებაში აგრეთვე იტყობინებიან, რომ აუცილებელია, რუს ჩინოვნიკებს აეკრძალოთ სპორტულ ღონისძიებებზე დასწრება და რუსეთს აეკრძალოს ნებისმიერი ტურნირის მასპინძლობა. რუსეთის ფეხბურთის ნაკრებს ევრო 2020-დან და მსოფლიოს ჩემპიონატიდან მოკვეთა ემუქრება. ამაზე განცხადება ფიფაშიც გააკეთეს, სადაც აღნიშნეს, რომ თუ 9 დეკემბერს WADA-ს აღმასრულებელი კომიტეტი სანქციათა ყველა პაკეტს მიიღებს, მაშინ რუსეთი მუნდიალზე მხოლოდ ნეიტრალური გუნდის ფორმულირებით წარდგება, ანუ ჰიმნისა და დროშის გარეშე.
გარდა ამისა უელსი მზადაა, თუ რუსეთს პეტებურგში შეხვედრების გამართვის უფლება არ მისცეს, თავიანთ სტადიონებზე შესთავაზონ მატჩების ჩატარება. საუბარია კარდიფის "მილენიუმის" სტადიონზე, რომელიც 74 500 მაყურებელს იტევს.
ბოლო დღეებში აღნიშნული საკითხით თვით ვლადიმერ პუტინი დაინტერესდა და პეტერბურგში უეფას პრეზიდენტთან, ალექსანდრ ჩეფერინთან შეხვედრა ჩანიშნა.