რუსული ავიაკომპანია S7 ნოვოსიბირსკი-თბილისი-ნოვისიბირსკის მიმართულებით რეგულარული ფრენების განხორციელებას იწყებს. ავიაკომპანია ფრენებს 29 აპრილიდან, ყოველ შაბათს, აირბას ა320 ტიპის ავიახომალდით შეასრულებს.
რუსული ავიაკომპანია ეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მოსკოვის მიმართულებით ყოველდღიურ ფრენებს 2010 წლიდან, ხოლო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარულ რეისებს 2011 წლიდან ახორციელებს.