17:35
20 ნოემბერი, 2019, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
რუსულ-ქართული თაღლითური სქემა ავტობაზარზე
15-04-2016
ბოლო დროს ავტოდილერები ადგილობრივ ავტობაზარზე მოქმედ თაღლითურ სქემაზე საუბრობენ. მათი ინფორმაციით, საქართველოში მომრავლდა რუსეთიდან ჩამოყვანილი სხვადასხვა მარკის ავტომობილები, რომლებიც საბაზრო ფასზე შედარებით იაფად იყიდება. დილერების განმარტებით, ავტომობილები რუსეთიდან კერძო პირებს ჩამოჰყავთ, მათ შორის, იმ ქართველებს, რომლებიც რუსეთში­ ლეგალურად ცხოვრობდნენ, მუშაობდნენ, მანქანა საბანკო კრედიტით შეიძინეს და საქართველოში დაბრუნება გადაწყვიტეს. ისინი ამ ავტომობილებით საქართველოში ჩამოდიან, მანქანას ადგილობრივ ბაზარზე ყიდიან და აღარც რუსეთში აღებულ კრედიტზე დარდობენ, რადგან ისინი უკან დაბრუნებას აღარ აპირებენ. ისიც ნაკლებად სავარაუდოა, რომ ავტოსესხის გამო ამ პირებზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდეს. მოკლედ, საქართველოში "გადმობარგებისას" ზოგიერთი ქართველი "უფასო" მანქანასაც აყოლებს ხელს და აქ რა ფასადაც უნდა გაყიდოს, მაინც დიდი მოგება დარჩება.

იხილეთ ვრცელი სტატია BPN.GE-ზე
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები