შინაგან საქმეთა სამინისტროს რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ორი პირი დააკავეს. სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული რუსთავში იმ დროს დააკავეს, როდესაც ავტომანქანით კონსტიტუციის ქუჩაზე გადაადგილდებოდნენ.