რუსთავში ტექნიკის მაღაზია „ზუმერი“ გაძარცვეს. წინასწარი ინფორმაციით, მაღაზიიდან წაღებულია მობილური ტელეფონები, რომელთა ჯამური ღირებულება დაახლოებით 10 000 ლარს შეადგენს. მომხდარზე გამოძიება შესაბამისი მუხლით უკვე დაწყებულია და დადგენილია დანაშაულში მონაწილე ორი არასრულწლოვანი პირის ვინაობა, რომელთაც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესჯებათ.