რუსთავში, რუსთაველის ქუჩა #18-ში სურსათის მაღაზია დააყაჩაღეს. მაღაზიის მეპატრონის განცხადებით, 25-დან 30 წლამდე ასაკის ახალგაზრდა მამაკაცი, მაღაზიაში ცივი იარაღითა და ხელჯოხით შევიდა და თანხის მიცემა მოითხოვა.მაღაზიის მეპატრონეს წინააღმდეგობა არ გაუწევია და თანხა მისცა. წაღებულია 300 ლარი და მობილური ტელეფონი. შემტხვევის ადგილზე მობილიზებული იყო კრიმინალური პოლიცია. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179 მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.