რუსთავის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული შპს "თეთრი ქუდი", კომპოსტის საწარმოს გადატანას სხვა ტერიტორიაზე გეგმავს. როგორც საწარმოში აცხადებენ, კომპანია აქტიურად მუშაობს იმაზე, რომ მაქსიმალურად შემცირდეს კომპოსტირების პროცესისას წარმოქმნილი სუნი, რომელიც რუსთაველების უკმაყოფილებისა და საპროტესტო აქციების გამართვის მიზეზი გახდა.
საწარმოს ხელმძღვანელობამ რუსთავის მერიას წერილით მიმართა, სადაც დეტალურ განმარტებებს აკეთებს იმაზე თუ რა ღონისძიებებს ატარებენ აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად.
საწარმოში აცახდებენ, რომ კომპოსტის წარმოების გადატანას გაზაფხულისთვის ქალაქიდან მოშორებით აპირებენ. საწარმოში აცხადებენ, რომ უსიამოვნო სუნთან დაკავშირებით მოსახლეობის პროტესტი გაითვალისწინეს და კომპოსტის წარმოება შეამცირეს, რამაც მნიშვნელოვანი ფინანსური ზარალი მიაყენათ.
რუსთაველები რამდენიმე თვეა, ქალაქში უსიამოვნო სუნის გავრცელებას აპროტესტებენ და კომპოსტის საწარმოს დახურვას მოითხოვენ.