რუსთავში, საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულიდან 16 წლის გოგონა გადმოვარდა. შემთხვევა წუხელ ღამით, მე-20 მიკრორაინში მოხდა. ახალგაზრდა ქალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
როგორც "პალიტრანიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
კორპუსთან, სადაც დაშავებული 16 წლის გოგონა ნახეს, რამდენიმე საათის განმავლობაში სამართალდამცავები მუშაობდნენ.