რუსთავში, საცოხოვრებელი სახლის მე-2 სართულიდან 3 წლის ბავშვი გადმოვარდა. არსებული ინფორმაციით, ფანჯრიდან გადმოვარდნილი ბავშვი ეზოში გამვლელმა ნახა, მას თავის ტრავმა ჰქონდა მიღებული. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თბილისის კლინიკაში გადაიყვანა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.
ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.