რუსთავში საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი იყო - Palitra News

რუსთავში საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი იყო

2019-06-11 22:12:49+04:00

რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე ხანძარი იყო. ცეცხლი საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულზე, სადარბაზოში ბუნებრივი აირისა და სასმელი წყლის მილებს, ასევე ელექტროსადენებს წაეკიდა. კორპუსის მაცხოვრებლების განცხადებით, სადარბაზოში ბუნებრივი აირის სუნი იდგა, გარეთ გამოსვლისას კი ცეცხლი დახვდათ. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია, სახანძრო და სამაშველო ბრიგადები. ცეცხლის ლიკვიდაცია დროულად მოხერხდა.