რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები ყოფილი სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე სასჯელაღსრულების დაწესებულების მშენებლობას აპროტესტებდნენ. ამასთან, ისინი ადგილზე იუსტიციის მინისტრის ჩასვლას, მასთან შეხვედრას და ციხის მშენებლობის დაუყოვნებლივ შეჩერებას მოითხოვდნენ. მათ , მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით ხელმოწერებიც შეაგროვეს. იგივე მოთხოვნის პეტიციით მათ იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს და რუსთავის თვითმმართველობას უკვე მიმართეს.