რუსთავში, მეგობრობის გამზირზე "საქართველოს ბანკის" ექსპრეს ფილიალის დაყაჩაღების მცდელობას ჰქონდა ადგილი. შუახნის მამაკაცი გუშინ საღამოს ბანკში შეიჭრა და მუქარით თანხის გამოძალვას შეეცადა. ადგილზე დცვის პოლიცია და საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული. სამართალდამცველებმა 50-წლამდე ასაკის მამაკაცი ადგილზე დააკავეს.