რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში, ყოფილი სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე მშვიდობიანი საპროტესტო აქცია გაიმართა, აქციის მონაწილეები აღნიშნულ ტერიტორიაზე სასჯელაღსრულების დაწესებულების მშენებლობას აპროტესტებენ და სამშენებლო სამუშაოების შეჩერებას მოითხოვენ. ცოტა ხნის წინ მათ მშენებლობის ტერიტორიაზე მიმავალ სატვირთო ავტომობილს გზა გადაუკეტეს.აქციაში მონაწილეობა "რუსთავის სკაუტების ცენტრი" და ადგილობრივებმა მიიღეს.