რუსთავში მოძრაობა "გავიგუდეთ" წევრებმა მეორადი ზეთის გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა გააპროტესტეს - Palitra News

რუსთავში მოძრაობა "გავიგუდეთ" წევრებმა მეორადი ზეთის გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა გააპროტესტეს

2019-12-08 16:05:13+04:00

სამოქალაქო მოძრაობა "გავიგუდეთ" წევრებმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ რუსთავში, ზეთის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობა გააპროტესტეს. მათი განცხადებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული საწარმოები გარემოს სისტემატურად აბინძურებენ და კიდევ ერთი ახალი საწარმოს დასახლებული პუნქტიდან 300 მეტრში აშენება, ყოვლად დაუშვებელია. ისინი მიმართავრენ რუსთავის საკრებულოს, შეცვალოს ეს გადაწყვეტილება და თუ საწარმოს აშენება აუცილებელია, ის ქალაქისგან მოშორებით, უნდა აშენდეს.