რუსთავში, მეგობრობის გამზირზე "მერსედესი"-ს ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით ავტომობილი მძღოლმა რამდენიმე წუთით გააჩერა და მაღაზიაში გადავიდა რა დროსაც ძრავას ცეცხლი წაეკიდა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო და საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.
კადრებს "ინფო რუსთავი" ავრცელებს