რუსთავში კორპუსის ეზოში, სავარაუდოდ გაზის ბალონი აფეთქდა. არიან დაშავებულები, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვები - Palitra News

რუსთავში კორპუსის ეზოში, სავარაუდოდ გაზის ბალონი აფეთქდა. არიან დაშავებულები, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვები

2018-10-21 14:23:55+04:00

რუსთავში მე-19-ე მიკრო რაიონის ერთ-ერთ საცხოვრებელი კორპუსის ეზოში აფეთქება მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქდა გაზის ბალონი. არიან დაშავებულები, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვები.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადები და პოლიცია.

დაშავებულები საავადმყოფოში გადაყავთ.