რუსთავში, კორონავირუსით ინფიცირების ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც პალიტრანიუსს რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის ხელმძღვანელმა დავით ბეგაშვილმა განუცხადა, ლუგარის ლაბორატორიიდან ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი პირის ბიოლოგიური მასალის კვლევის შედეგი გახდა ცნობილი და მას კორონავირუსი დაუდასტურდა. მისივე ინფორმაციით, 29 აგვისტოდან დღემდე, რუსთვში კორონავირუსით ინფიცირების სულ 44 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან ერთი გამოჯანმრთელდა.