გარემოვაჭრეებმა საპროტესტო აქცია გამართეს რუსთავშიც. ისინი გარევაჭრობის აკრძალვას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ შემოსავლის გარეშე დარჩნენ.
აქციის მონაწილეებმა მესხიშვილის ქუჩაზე გზა გადაკეტეს. მათ დავით კირკიტაძე და „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ორგანიზაციის სხვა წევრებიც შეუერთდნენ. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.
მოგვიანებით პოლიციამ აქციის მონაწილეებთან მოლაპარაკება შეძლო და ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.