რუსთავში, მტკვარში 35 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. მდინარეზე საძიებო-სამაშველო ოპერაცია ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ღამის განმავლობაში მდინარის კალაპოტის მონიტორინგი მიმდინარეობდა, დღისით კი დაკარგულ მამაკაცს მყინთავები ეძებდნენ.
საძიებო-სამაშველო ოპერაციაში ჩართული იყო, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ასევე, ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს სამაშველო და მყვინავთა ჯგუფები.