წუხელ ღამით, რუსთავის მე-11 მიკრო რაიონში, ერთ-ერთ ბინაში CO-თი ინტიქსიკაციის ფაქტი დაფიქსირდა. ბუნებრივი აირის ნამწვით ერთდროულად ოჯახის 7 წევრი მოიწამლა, აქედან 6 მცირეწლოვანი ბავშვია, ერთი კი მათი ბებია. ბავშვები სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ ქალაქის ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანა. ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. ოჯახის წევრების განცხადებით, დედა ბავშვებს აბანავებდა, რა დროსაც, ორმა მათგანმა აბაზანაში გონება დაკარგა, დანარჩენებს კი ღებინება და თავის ტკივილი აღენიშნებოდა. 6 ბავშვიდან უფროსი 9 წლისაა, ყველაზე პატარა კი ერთი წლის. წინასწარი ინფორმაციით, ინტოქსიკაციის მიზეზი ტექნიკური ნორმების დარღვევით დამონტაჟებული წყლის გამათბობელია.