რუსთავში, თოდრიას ქუჩაზე, ორმა ადამიანმა ბუნებრივი აირით ინტოქსიკაცია მიიღო. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა, "სოკარ-ჯორჯია გაზის" ტექნიკური ჯგუფი და საპატრულო პოლიცია.შუახნის ქალი და მამაკაცი, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.ინტოქსიკაციის მიზეზი, წინასწარი ინფორმაციით, გაზქურიდან ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა.