რუსთავში, მე-7 მიკრორაიონის #15 კორპუსში ბუნებრივი აირის ნამწვით 16 წლის გოგონა მოიწამლა. გოგონა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის ადგილზე მისვლისას უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა.ინტოქსიკაცია საშუალო სიმძიმის იყო, პაციენტს სასწრაფოს ექიმმა დახმარება ადგილზე აღმოუჩინა და ის კლინიკა "რუსთავში" მიყვანამდე გონზე მოვიდა.ახალგაზრდა გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.