რუსთავში მკვლელობა მოხდა. მე-8 მიკრორაიონში ბიძამ 13 წლის ბავშვი მოკლა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და ის ზოგჯერ ძმის ოჯახში რჩებოდა.როგორც „ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, სისხლის სამართლის საქმე 108-ე მუხლით აღიძრა. დანაშაულში ეჭვმიტანილი პირი უკვე დაკავებულია.